|
2022-03-07 11:06:52, 852 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად უკრაინას
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო დონეეზე მხარი დაუჭირა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. „მინდა დავიწყო ჩემი სოლიდარობის გამოხატვით უკრაინელი მეგობრების მიმართ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის რაც ხდება უკრაინაში, მინდა ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო. ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და ამას გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში, უკრაინელების დასახმარებლად. ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავგზავნით. ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე რჩებოდა და რჩება უკრაინაში. ჩვენთვის ყველასთვის ის ომი, რაც ხდება უკრაინაში, კატეგორიულად მიუღებელია და ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდს უკრაინაში. ადამიანები კვდებიან, ეს არის სამწუხარო ფაქტი და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)