|
2022-03-07 10:52:49, 1356 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
კასპში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. #4 საჯარო სკოლის და მიკრო რაიონის დასახლების დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ. კასპის მერიის ინფორმაციით, ასფალტის დაგებამდე გზაზე მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლოები. მათივე ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „გ.კ.“ ასრულებს. პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 157 939 ლარია. "გზა უმოკლესია როგორც #4 საჯარო სკოლასთან, ასევე ცენტრალურ გზასთან. ახალად რეაბილიტირებული გზა კომფორტული იქნება გადაადგილებისთვის, ამასთან მნიშვნელოვნად ამცირებს მანძილს, როგორც სკოლამდე, ისე ცენტრალურ მაგისტრალამდე და ადგილობრივებს აღარ მოუწევთ შემოვლითი გზით სარგებლობა - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)