|
2022-03-06 18:38:50, 1232 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი - თუ საქართველო გააგრძელებს არჩეულ კურსს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსულ სანქციებს, პირდაპირი ფრენების აღდგენას დავუშვებთ
რუსეთის სახელმწიფო დუმამ, რიგი პირობების გათვალისწინებით, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა შესაძლოა დაუშვას. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს ქონებრივი კომიტეტის ხელმძღვანელმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსული სანქციების გავრცელებას, მაშინ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსული სანქციების გავრცელებას, მაშინ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი“, - ამბობს სერგეი გავრილოვი მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ვაჭრობის ინდიკატორების ადრეული დაცემის რისკებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს შესაძლებლობების გაფართოებაზე, იქნება დამატებითი სტიმული როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის კონტაქტების განვითარებისთვის, ასევე ქართული პოლიტიკის დამოუკიდებლობისთვის. რუსმა პარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოკლე დროში მოხდა არაერთი მოვლენა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე. ამგვარად, როსელხოზნაძორმა გადაწყვიტა რძის პროდუქტების 15 ქართველ მწარმოებელს შეეშვა რუსულ ბაზარზე. მანამდე საქართველომ მხარი არ დაუჭირა ანტირუსულ სანქციებს და უარი თქვა თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის მიღებაზე, რომლითაც ბოევიკები უკრაინაში აპირებდნენ გაფრენას, აღნიშნა დეპუტატმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)