23:46 - 25 Jul, 2026
|
2022-03-04 22:00:14, 848 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელი გაეროს საგანგებო სხდომაზე - რუსეთის თავდასხმა ატომურ სადგურზე „თავზეხელაღებული“ და „სახიფათო“ გადაწყვეტილება იყო
ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭო მას შემდეგ შეიკრიბა, რაც დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა უკრაინაში, რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო, საგანგებო შეხვედრის ჩატარება მოითხოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ს წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები „თავზეხელაღებული“ და „სახიფათო“ იყო. „წუხელ, მსოფლიომ ატომური კატასტროფა, ღვთის მადლით, ძლივს აიცილა“, - აღნიშნა მან. მისი თქმით, რუსული ძალები 20 მილის (32 კმ) დაშორებით არიან სხვა ბირთვული ობიექტიდან, რაც მსოფლიოს „გარდაუვალი საფრთხეს“ მაინც უქმნის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)