|
2022-03-04 20:39:45, 888 ნახვა
მსოფლიო
სალომე ზურაბიშვილი - როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პუტინმა ევროპას მეორე სიცოცხლე მისცა და შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა
„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ევროპის გაერთიანებაში, ვლადიმერ პუტინს დიდი წვლილი მიუძღვის. მან შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მან მეორე სიცოცხლე მისცა ევროპას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროპას უბიძგა, გაეცნობიერებინა თავისი ძალა, რომლის გამოსაყენებლადაც იგი უკვე მზადაა. „ის, რაც არ მოხდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ეს ევროპის ერთობაა, რომელიც მე ვფიქრობ, ყველასთვის გასაკვირია და ნამდვილად ისტორიული ფაქტია, რაშიც ჩემის აზრით, დიდი წვლილი ემანუელ მაკრონს მიუძღვის, მაგრამ ასევე გარემოებებს და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მან მეორე სიცოცხლე მისცა ევროპას; ეს ის ევროპაა, რომელიც აცნობიერებს თავის ძალას და მზადაა მის გამოსაყენებლად. გერმანიის ცვლილება, მისი საგარეო პოლიტიკის ცვლილება ისტორიული ფაქტია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა რადიო RFI-სთან ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)