23:46 - 25 Jul, 2026
|
2022-03-04 15:43:23, 666 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტებმა ჟიტომირის ერთ-ერთი სკოლა რაკეტით ააფეთქეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ უკრაინაში, ჟიტომირის ერთ-ერთი სკოლა რუსეთის სამხედრო ძალებმა, პარასკევს დილით რაკეტით ააფეთქეს. ვიდეო განცხადებაში, ჟიტომირის მერმა, სერგეი სუხომლინმა ასევე დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ რუსი თავდამსხმელები „არაფერზე არ ჩერდებიან“. ახალი ამბები მას შემდეგ გავრცელდა, რაც სამშაბათს, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, რუსეთის სამხედრო დარტყმის შედეგად სულ მცირე, სამი სკოლა მაინც დაიბომბა. უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს, კიევსა და ხარკოვში, დაინგრა კულტურული ადგილები, ეკლესიები, ტაძრები და მუზეუმები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)