|
2022-03-03 21:57:12, 1180 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა - ბელარუსის ჯარისკაცებმა უკრაინის საზღვრების გადაკვეთაზე უარი განაცხადეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ გომელთან, ბელარუსის ჯარისკაცებმა უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილებასთან დაკავშირებული ბრძანების მიუხედავად, მის შესრულებაზე უარი განაცხადეს. „ბელარუსელი ედესანტეების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად დაბალია. ოფიცრებს და ჯარისკაცებს არ სურთ რუსი დაქირავებულების როლის თამაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბელარუსელი ჯარისკაცების ნაწილს, სავარაუდოდ კონტრაქტების შეწყვეტაც სურთ. „ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 38 ცალკეული საჰაერო სადესანტო თავდასხმის ბრიგადა განთავსებულია ტყიან ტერიტორიაზე. მედესანტეების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად დაბალია. ოფიცრებს და ჯარისკაცებს არ სურთ რუსი დაქირავებულების როლის თამაში. მნიშვნელოვანი ნაწილი საუბრობს კონტრაქტების შეწყვეტაზე, რომელთა ვადა ძირითადად მაისში სრულდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)