00:58 - 26 Jul, 2026
|
2022-03-03 18:08:31, 865 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი უკრაინის დასახმარებლად, კონგრესისგან 10 მილიარდ დოლარს ითხოვს
თეთრი სახლი, როგორც ფართო გადაუდებელი დახმარების ფინანსური მოთხოვნის ნაწილი კონგრესისგან უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდ დოლარს ითხოვს. CNN-ის ინფორმაციით, დახმარება 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ლეტალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გულისხმობს, რომელიც 32,5 მილიარდი დოლარის ოდენობის გადაუდებელი ფინანსური დახმარების მოთხოვნის ნაწილია. აღნიშნული მოთხოვნა ოფიციალური დოკუმენტის სახით, ოთხშაბათს, კაპიტოლიუმში უკვე გაიგზავნა. „აღნიშნული მოთხოვნა განსაზღვრავს 10.0 მილიარდი აშშ დოლარის დამატებით ჰუმანიტარულ, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დახმარებას უკრაინისა და ცენტრალური ევროპის პარტნიორებისთვის, რუსეთის დაუსაბუთებელი და არაპროვოცირებული შემოჭრიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია კონგრესის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)