|
2022-03-03 17:44:18, 740 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინელები „ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან“
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის წევრობისთვის. „ეჭვგარეშეა, ეს მამაცი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით იცავენ ჩვენს ღირებულებებს, ეკუთვნის ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ ბლოკს უკრაინელი ლტოლვილების დაცვა, ასევე სამუშაოსა და საცხოვრებლის შეთავაზება შეუძლია. მისი თქმით, ეს არ არის ომის დროს, მხოლოდ თანაგრძნობის აქტი, ეს არის ჩვენი, როგორც ევროპელების მოვალეობაც. „სულ მცირე ერთი მილიონი ლტოლვილი გაიქცა უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და „გადაკვეთა ჩვენი საზღვრები“, - დასძინა ფონ დერ ლეიენმა. „ჩვენ უკრაინას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, გამოვყოფთ ჰუმანიტარულ დახმარების სახით, მინიმუმ 500 მილიონ ევროს გამოვყოფთ, რაც, რა თქმა უნდა, მეტი იქნება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სასტიკი ომის დამანგრეველი შედეგებისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)