00:59 - 26 Jul, 2026
|
2022-03-03 13:51:46, 828 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, დახურონ საჰაერო სივრცე
ეს არის ნამდვილი სახალხო ომი უკრაინისთვის. პუტინს მისი მოგების შანსი არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. დიმიტრო კულება მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, დახურონ საჰაერო სივრცე რუსეთისთვის და ამით გამოხატონ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. „ეს არის ნამდვილი სახალხო ომი უკრაინისთვის. პუტინს მისი მოგების შანსი არ აქვს. ამ ფოტოზე მშვიდობიანი მოქალაქეები გუშინ ენერგოდარში რუს დამპყრობლებს ბლოკავენ. ასობით ასეთი ფოტოდან და ვიდეოდან ერთ-ერთი. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინას თავის დაცვაში. განსაკუთრებით ჰაერში. დახურეთ ცა ახლავე!“, - წერს დიმიტრო კულება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)