|
2022-03-02 20:01:44, 900 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - არ არსებობს გარანტიები, რომ NATO-სთან „ინციდენტები“ არ იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე გრუშკოს ჰკითხეს რუსეთსა და ნატოს წევრებს შორის შეტაკების რისკებზე. „ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იარაღის მიწოდების პროგრამებით. ამ სიტუაციაში ყველაფერი ძალიან საშიშია, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ინციდენტები არ იქნება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. NATO-ს წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ თავიანთი სამხედრო პოტენციალის გამოყენებას და უკრაინის ვითარებაში ჩარევას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერთი დღით ადრე, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ალიანსი ჯარს ან სამხედრო თვითმფრინავს უკრაინაში არ გაგზავნის. „NATO არ იქნება კონფლიქტის ნაწილი,” - თქვა იენს სტოლტენბერგმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ „NATO-ს ქმედებებში სულ მცირე გონიერება ჯერ კიდევ დარჩა“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)