|
2022-03-02 19:32:28, 723 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - ტაჯიკეთი და ყირგიზეთი პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარებიან
ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალნურ მუსაევმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა დათმეს პოზიციები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ზეწოლის შედეგად და მას უკრაინის წინააღმდეგ დახმარებას გაუწევენ ომში. ალნურ მუსაევმა თქვა, რომ კონფიდენციალურ დონეზე ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, სამხედრო დახმარება გაუწიონ რუსეთის ფედერაციას. სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალა, ისევე როგორც ნაწილობრივ რუსული კონტინგენტი, ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციაში ომში გამოსაყენებლადაა ექსპორტირებული. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება. რუსეთი ასევე ახორციელებს უპრეცედენტო ზეწოლას ყაზახეთზე, რათა მხარი დაიჭიროს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ბოლო განცხადებების თანახმად, მუსაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ასევე მზადაა, რუსეთს დახმარება გაუწიოს საიდუმლოდ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)