|
2022-03-02 15:26:58, 733 ნახვა
მსოფლიო
საბანკო მარეგულირებელი - ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს
ჩინეთი არ შეუერთდება შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაში. ამის შესახებ ჩინეთის საბანკო და დაზღვევის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, გუო შუკინგმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩინეთი რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი მყიდველი და ის ერთადერთი დიდი მთავრობაა, რომელმაც თავი შეიკავა რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო, ფინანსური სანქციების დაწესებისგან. „ჩვენ არ ვუერთდებით ასეთ სანქციებს და გავაგრძელებთ ნორმალურ ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ გაცვლას ყველა შესაბამის მხარესთან. ჩვენ არ ვაღიარებთ ფინანსურ სანქციებს, განსაკუთრებით ცალმხრივად დაწესებულს, რადგან მათ არ გააჩნიათ ბევრი სამართლებრივი საფუძველი და მას არც კარგი ეფექტი ექნება“, - აღნიშნა გუო შუკინგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)