|
2022-03-02 13:56:26, 523 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს, ვეხმარებით და დავეხმარებით მომავალშიც
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. კახა კალაძის თქმით, საქართველო იყო და არის უკრაინის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა. „საქართველო ყოველთვის იდგა, დგას და მომავალშიც იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად და ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ გამოგვეხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის. ეს დამოკიდებულება, მომავალშიც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს. რაც შეეხება დახმარებას, ცენტრალური ხელისუფლება საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირად ეხმარება, რასაც მივესალმებით. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი უკრაინაში. ამაზე არ ვჩერდებით, დახმარება გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, პირადი სახსრებით გაუწიოს დახმარება გაჭირვებაში მყოფ უკრაინელ ხალხს და მისცეს მათ თავშესაფარი თბილისში. „მე, ჩემი მხრივ, პირადად კახა კალაძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ გვერდში დავუდგე უკრაინელს ხალხს. გუშინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება და ვაპირებთ, რომ გავხსნათ ანგარიში რაღა ფინანსური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გავაკეთებთ განცხადებას, თუ სად შეეძლებათ თანხის გადმორიცხვა ჩვენს მეგობრებს, რომ შემდეგ ეს თანხა მოხმარდეს უკრაინელ ხალხს ამ ძნელბედობის ჟამს. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)