|
2022-03-02 13:22:29, 617 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - საქართველო სამი ათეული წელია ყველაფერს აკეთებს და აგურ-აგურ აშენებს ხიდს ევროპასთან
საქართველო დღესვე მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრი - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „საქართველო სამი ათეული წელია ყველაფერს აკეთებს და აგურ-აგურ აშენებს ხიდს ევროკავშირთან. თაობები, რაც შეიძლება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ ძალიან მალე. შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დღესვე, მზად ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში ამისთვის. ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს საგარეო მიმართულებით. დღეს რომ საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით გადაადგილდებიან უპრობლემოდ, ვიზების გარეშე, ესეც ჩვენი მიღწევა და ყველას დამსახურებაა. ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული, ბევრი რეფორმაა განხორციელებული და დღეს, საქართველო მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის მიერ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე რეზოლუციის პროექტის მომზადება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)