|
2022-03-02 12:42:29, 983 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი რეზნიკოვი - ოკუპანტებს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან
მტერს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინის თავდაცვი მინისტრი აცხადებს, რომ რუსი სამხედდროები ტერორისტულ აქტს ახორციელებენ. "მტერს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან. საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, სამშობიაროებისა და მოედნების დაბომბვა არის მხდალი საქციელი. ესენი სამხედროები არ არიან - ისინი ტერორისტები არიან - ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლები. მტერმა სასტიკად დაბომბა მშვიდობიანი ჟიტომირი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი და სხვა ქალაქები. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე, დადიან სხვადასხვა ეკლესიებსა და ღვთისმსახურებაზე, ერთად უწევენ გმირულ წინააღმდეგობას რუს ოკუპანტებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - წერს ალექსეი რეზნიკოვი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)