|
2022-03-02 11:59:45, 762 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ნეიტრალურმა შვეიცარიამაც დაუჭირა მხარი სანქციებს, რას ელოდება ზოგიერთი ქვეყანა?
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს და იმ შედეგებზე საუბრობს რაც შვიდდღიანი ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფომ მიიღო. "რა არის შედეგი რუსეთისთვის? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება, თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება, რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია, რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან. უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა. დღეს უკრაინელი ხალხი არის უძლეველობის სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდნენ საუკეთესოები დედამიწაზე. დიდება უკრაინას!" - აცხადებს პრეზიდენტი. ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი მიმართაში სანქციების აუცილებლობას უსვამს ხაზს და მკაფიოდ აცხადებს, რომ ამ მომენტში ვერცერთი ქვეყანა ნეიტრალური ვერ დარჩება, მაშინ როცა ეიტრალური შვეიცარიაც მხარს უჭერს ევროკავშირს სანქციებს. "ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური! "- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)