|
2022-03-01 21:39:02, 886 ნახვა
მსოფლიო
ურკაინის თავდაცვა - კადიროვის „ელიტარული“ დაჯგუფება, რომელსაც ზელენსკის მოკვლა ევალებოდათ, განადგურებულია
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მინისტრმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ კადიროველების „ელიტარული“ დაჯგუფება, რომლებსაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის დავალება ჰქონდათ მიღებული, ლიკვიდირებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია მათ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის იმ წარმომადგენლებისგან მიიღეს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ სურთ. ალექსეი დანილოვის თქმით, „ელიტური“ დაჯგუფება ორ ნაწილად იყვნენ დაყოფილი, რომეთაგან მეორე ჯგუფი, ამ დროისთვის, „მიზანშია ამოღებული“. „ამის დამსახურებით, შემიძლია გითხრათ, რომ განადგურებულია კადიროვის კონკრეტულად ის ელიტური დაჯგუფება, რომელიც აქ გამოემგზავრა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის. ჩვენ მათ ვაკვირდებოდით. ერთი ჯგუფი აიყვანეს გოსტომელში, მეორე ჯგუფი ახლა, ასე ვთქვათ, მიზანშია ამოღებული“, - აღნიშნა ალექსეი დანილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)