03:40 - 26 Jul, 2026
|
2022-03-01 19:56:40, 596 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროკომისია მზადაა, საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი „მიმდინარე კრიზისის განსახილველად“ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში, საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს. „მიმდინარე კრიზისის განსახილველად საქართველოს პრეზიდენტს შევხვდი. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ დროს. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში“, - წერს რსულა ფონ დერ ლეიენი „ტვიტერ“-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)