|
2022-03-01 17:02:37, 1050 ნახვა
მსოფლიო
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დეტალები ცნობილია - რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან
28 თებერვალს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციებს შორის უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. მომდევნო მოლაპარაკებები 2 მარტს არის დაგეგმილი. „უნიანი“ წერს, რომ უკრაინელმა დიპლომატებმა „გლავკომს“ გაანდეს მოთხოვნები, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში რუსეთმა წამოაყენა. რას ითხოვს რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში: რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის ნეიტრალური სტატუსი უკრაინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების აღიარება ადმინისტრაციულ ფარგლებში დენაციფიკაცია ყირიმის დაბრუნების საკითხი, რომელსაც უკრაინა ითხოვს, სამომავლოდ გადაიდოს უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებებისას მოითხოვდა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან აგრესორი ქვეყნის ჯარის გაყვანას. დელეგაციაში შედიოდნენ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ანდრეი კოსტინი. დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)