03:40 - 26 Jul, 2026
|
2022-03-01 16:56:19, 529 ნახვა
მსოფლიო
ფინეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებითა და შაშხანებით დაეხმარება
ფინეთი უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. აღნიშნულის შესახებ ორშაბათს, პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა. თავდაცვის მინისტრის, ანტი კაიკონენის თქმით, 2500 შაშხანით, 1500 ტანკსაწინააღმდეგო დანადგარით, 150 000 ვაზნითა და საკვების 70 000 პაკეტით დაეხმარება. „ტანკსაწინააღმდეგო იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯავშანტექნიკასთან საბრძოლველად“, - აღნიშნა ანტი კაიკონენმა ორშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. კვირას, სკანდინავიურმა სახელმწიფომ, ასევე გადაწყვიტა, რომ უკრაინას ჩაფხუტებით, ტყვიაგაუმტარი ჟილეტებითა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობით დაეხმარებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)