|
2022-03-01 15:42:08, 568 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედია - რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, ხვალ გაიმართოს
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, 2 მარტს, ხვალ გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია, იგივე შემადგენლობით გაიმართება თუ არა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ორ ქვეყანას შორის, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. როგორც დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის დაბრუნდნენ. „მხარეებმა პრიორიტეტული თემები გამოავლინეს, ასევე, გარკვეული გადაწყვეტილებები დასახეს. ამ გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, მხარეები კონსულტაციებზე დედაქალაქებში გაემგზავრნენ... მოვილაპარაკეთ, რომ მეორე რაუნდიც შედგება“, - განაცხადეს გუშინ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)