|
2022-03-01 14:15:20, 837 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი არ გეგმავს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ბრძოლაში უკრაინის წინააღმდეგ. „ბელარუსის არმია არანაირ მონაწილეობას არ იღებს და არ იღებდა საომარ მოქმედებებში, ჩვენ შეგვიძლია ეს დავუმტკიცოთ ყველას. მეტიც, რუსული ხელისუფლება არასდროს აყენებდა ჩვენს წინ საკითხს - ბელარუსის მონაწილეობაზე შეიარაღებულ კონფლიქტში. ჩვენ მომავალშიც არ ვაპირებთ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ამის საჭიროება არ არის", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ამასთანავე, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის არმია ფარავს საელმწიფო საზღვარს ბრესტიდან მაზირამდე, „რათა არ დაუშვას ქვეყანაში რადიკალებისა და იარაღის შეღწევა". გარდა ამისა, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში საჰაერო თავდაცვის სისტემები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილონ რუსული ჯარებისთვის „ზურგში დარტყმა".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)