|
2022-02-28 20:37:48, 717 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა
„უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიულ დოკუმენტს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი იუწყება. განცხადების მიხედვით, დოკუმენტი, რომელიც მალე ბრიუსელში გადაიგზავნება, ხელი აგრეთვე მოაწერა რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩიუკმა და პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა. „უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიულ დოკუმენტს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა. დოკუმენტს ხელი აგრეთვე მოაწერეს რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩიუკმა და პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა. დოკუმენტი ბრიუსელში გადაიგზავნება. ვულოცავ უკრაინას. ისტორია ახლა იწერება, დიდება უკრაინას“, - აღნიშნულია პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)