04:49 - 26 Jul, 2026
|
2022-02-28 19:02:18, 656 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს დააწესებს
შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას მიიღებს. ხუთ ოლიგარქს უკვე აეკრძალა შვეიცარიაში შესვლა. ამასთანავე, ევროკავშირის სიაში მყოფი 336-ვე ადამიანის საბანკო ანგარიშები, მათ შორის ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის, დაუყოვნებლივ გაიყინება. ამბავს BBC იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, შვეიცარიული ბანკები მილიარდობით დოლარის რუსულ ფონდებს ფლობენ. დღეს შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნაციო კასისმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა იყო თავისუფლებასა და დემოკრატიაზე თავდასხმა. ცნობისთვის, ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, უკვე დაკეტილია. შვეიცარიის ავიახაზებმა კი, ფრენები რუსეთის მიმართულებით გააუქმეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)