|
2022-02-28 16:43:20, 684 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შსს - ხარკოვის დაბომბვისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სულ მცირე 100 ადამიანი მოკლეს, დაშავებულია 300-ზე მეტი
ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასობით დაშავდა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული ძლიერი დაბომბვისას, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები. „ათობით დაიღუპა და ასობით დაიჭრა! ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს! სიკვდილი ოკუპანტებს!“, - ამის შესახებ კიევის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ ჰერაშჩენკომ „ფეისბუკ“-ზე განაცხადა. BBC-ის ცნობით, ამ ეტაპზე, იმის თქმა, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაზუსტებით შეუძლებელია. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსის, მიშელ ბაჩელეტის თქმით, დაღუპულია სულ მცირე, 102 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო დაშავდა 304 ადამიანი. „ამ მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა დაიღუპა ისეთი ასაფეთქებელი იარაღით, რომელსაც ფართო დარტყმის არეალი აქვთ, მაგალითად მძიმე არტილერიისა მრავალგამშვები სარაკეტო სისტემებითა და საჰაერო თავდასხმებით. ვშიშობ, რომ მსხვერპლთა რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია", - დასძინა მიშელ ბაჩლეტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)