|
2022-02-28 16:32:48, 996 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ
„ხაზს ვუსვამ როგორც პირადად, ისე ვაფიქსირებ მთავრობის პოზიციას - ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში საქართველო მობილიზებულია, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ. სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ უკრაინიდან ლტოლვილები იქნებიან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ", - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამ საკითხზე მან დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის თქმით, როგორი სირთულეებიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ქვეყნის შიგნით საკუთარი დევნილი მოსახლეობა, საქართველო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან ლტოლვილები შეიფაროს. „ჩვენ ამ შემთხვევაში გვესმის, რა არის სოლიდარულობის ფასი. ღიად ვამბობ - რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, ასეთ შემთხვევაში, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)