|
2022-02-28 16:21:58, 490 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი - მუდმივი კავშირი გვაქვს საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან
„მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ საჭიროება იქნება, სისხლის გაგზავნას უზრუნველვყოფთ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით ამ ეტაპზე უკრაინაში სისხლის გაგზავნის საჭიროება არ დგას. „გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან. ჩვენ ვკითხეთ, თუ არის სისხლის მიწოდების საჭიროება, რაზეც მათ განაცხადეს, რომ ამის საჭიროება დღეს არ დგას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი არსებული მარაგებიდან ერითროციტების გარკვეული მასა მაინც გავაგზავნეთ ტვირთთან ერთად უკრაინაში. ის ათეულობით უკრაინელს დაეხმარება, თუ ამის საჭიროება ექნებათ. ბევრი კითხვა იყო სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება იქნება ქვეყანაში, სისხლის გაგზავნას უზრუნველვყოფთ“,- აღნიშნავს მინისტრი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა თუ უკრაინა სურვილს გამოთქვამს, მედიკოსების გაგზავნის საკითხს განიხილავენ. „თუ რაიმე საჭიროებაა ჯანდაცვის მიმართულებით, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული. თუ ამის სურვილს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც განვიხილავთ და შევძლებთ“,- აღნიშნავს მინისტრი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)