|
2022-02-28 15:50:51, 385 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად ალინსის თავდაცვის მინისტრებს შეხვედრაზე იწვევს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი უკრაინის კონფლიქტის განსახილველად, ევროკავშირის ბლოკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას იწვევს. მისი განცხადებით, დღის წესრიგში დადგება უკრაინის „გადაუდებელი საჭიროებები“ და ალიანსის დახმარებაზე კოორდინაცია. „დღეს, ვიწვევ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს, რათა განიხილონ უკრაინაში არსებული უახლესი ვითარება, რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის გათვალისწინებით“, - წერს ჟოზეფ ბორელი „ტვიტერ“-ზე. შეგახსნებთ, რომ დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოუწოდა ქვეყნის დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი გამოეხმაურა და თქვა, რომ არსებობს „სხვადასხვა მოსაზრებები და სენსიტიურობა ალიანსში გაფართოების შესახებ“. ამბავს BBC News იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)