04:51 - 26 Jul, 2026
|
2022-02-28 11:29:53, 644 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა - ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 5 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა
24 თებერვლიდან მოწინააღმდეგის დანაკარგმა, დაახლოებით, 5,3 ათასი ჯარისკაცი შეადგინა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მტრის სავარაუდო ჯამური დანაკარგი 24 თებერვლიდან, 28 თებერვლის 06:00 საათამდე შეადგენს: თვითმფრინავი - 29, ვერტმფრენი - 29, ტანკი - 191, ჯავშანტექნიკა - 816, იარაღი - 74, საჰაერო თავდაცვის სისტემები - 1, გრადი - 21, საავტომობილო ტექნკა - 291, უპილოტო საფრენი აპარატი - 3, გემები/ნავები - 2. „ინფორმაცია მუდმივად განახლებადია, რადგან ბრძოლის შემდეგ მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, იმის გამო, რომ მეთაურები, პირველ რიგში, ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას", - წერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)