04:44 - 26 Jul, 2026
|
2022-02-28 10:50:53, 471 ნახვა
მსოფლიო
ლუგანსკის ქალაქი სჩასტიე ოკუპანტებმა 80%-ით გაანადგურეს, მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია
ლუგანსკის რაიონის ქალაქი სჩასტიე რუსმა ოკუპანტებმა 80%-ით გაანადგურეს, მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან ავტობუსებს „გრადები“ ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს. როგორც ქალაქის წარმომადგენელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, ასეთი განადგურება 2014-2015 წლებშიც არ მომხდარა. „ჩვენ არ შეგვიძლია ხალხის გაყვანა - ტრანსპორტს „გრადებს“ ესწორდნენ“, - წერს გაიდაი. მანვე დასძინა, რომ ხალხს სურს ადგილის დატოვება, თუმცა ეს შეუძლებელია. „მე ვესაუბრე გაეროს კოორდინატორს და შევთანხმდით, რომ თუკი რაიმე შესაძლებლობა გაჩნდება ევაკუაციასთან დაკავშირებით, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)