06:04 - 26 Jul, 2026
|
2022-02-28 00:23:28, 746 ნახვა
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დღევანდელი ღამე კიევისთვის კვლავ რთული იქნება
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დღევანდელი ღამე კიევისთვის კვლავ რთული იქნება. ამის შესახებ მის ვიდეომიმართვაშია აღნიშნული. „დღევანდელი ღამე კიევისთვის კვლავ რთული იქნება, ამიტომ ჩვენი სამხედროები ემზადებიან დედაქალაქის დასაცავად. მოვუწოდებ კიეველებს, გაატარონ ეს ღამე თავშესაფრებში, რადგან მტერი სატანისტდება. ის ბომბავს სახლებს, აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის ნგრევას, მიუხედავად იმისა, რომ ის თავად განიცდის დიდ ზარალს - როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო აღჭურვილობის კუთხით", - განაცხადა მერმა. მანვე დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები გმირულად იბრძვიან მთელი უკრაინის მასშტაბით. „ჩვენი ხალხი გაერთიანდა, რომ დაიცვან საკუთარი სახელმწიფო", - განაცხადა მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)