06:03 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 23:59:31, 967 ნახვა

მსოფლიო
ბელგია უკრაინას კიდევ 3 000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს უგზავნის

ბელგია უკრაინას კიდევ 3 000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს უგზავნის. ამის შესახებ ბელგიის ხელისუფლების წარმომადგენელმა, დე კროომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინას აქვს უფლება თავი დაიცვას რუსული შეჭრისგან, ამიტომ ჩვენ დამატებით  3 000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს გავუგზავნით", - წერს ის. 

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და განაცხადა, რომ სასიამოვნო იყო ამის გაგება.

„სასიამოვნო იყო ამის გაგება, რომ გუშინდელი შეთანხმებების გარდა, ბელგია გვიგზავნის კიდევ 3000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს. მადლობა ალექსანდრ რედკო თქვენი ლიდერობისთვის", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics