|
2022-02-27 21:36:00, 735 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ქვეყნებში რუსული სამთავრობო მედიები, Russia Today და Sputnik-ი, დაიბლოკება
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსული სამთავრობო მედიასაშუალებები აიკრძალება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმე განაცხადა. მისივე თქმით, Russia Today, Sputnik-ი და მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ სიცრუის გავრცელებას ვლადიმერ პუტინის ომის გასამართლებლად. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების და რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები. პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცე და უკრაინელი ხალხის სიმტკიცე არის შთამაგონებელი ჩვენთვის. ჩვენ გაშლილი ხელებით ვესალმებით ყველას, ვისაც პუტინის ბომბებისგან გაქცევა უწევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის აღმოსავლელ წევრებს ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათზე ზრუნვაში", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)