06:04 - 26 Jul, 2026
|
2022-02-27 21:23:40, 639 ნახვა
მსოფლიო
CNN-ის ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართება
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ორშაბათს, 28 თებერვალს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ევგენი იენინზე დაყრდნობით ავრცელებს. დღეს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე გაიმართება. ამასთანავე, ვლადიმერ ზელენსკიმ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტისგან მიიღო პირობა, მოლაპარაკებების პროცესის დროს, ვერტმფრენები, რაკეტები და თვითმფრინავები მიწაზე იქნებიან დაშვებულნი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)