06:03 - 26 Jul, 2026
|
2022-02-27 21:10:45, 1012 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების საომარ ქმედებებს 4 დღეში, სულ მცირე, 16 ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების საომარ ქმედებებს 4 დღეში, სულ მცირე, 16 ბავშვი ემსხვერპლა. როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა. მისი თქმით, უკვე მეოთხე დღეა, რაც ექიმები დაჭრილების გადარჩენას ცდილობენ და პალატები ხალხითაა სავსე. „მეოთხე დღეა ხალხი არ გამოდის საავადმყოფოდან, ექიმები საოპერაციოებიდან. 24 საათის განმავლობაში ეწევათ სამედიცინო დახმარება და დაჭრილებს უტარდებათ ოპერაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სიცოცხლის გადასარჩენად. ოპერაციებს ვუკეთებთ ბავშვებსაც, 16 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს იმის შედეგია, თუ რას სჩადის რუსული ჯარი, რომელსაც არც კი შეიძლება ჯარი ვუწოდოთ", - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)