|
2022-02-27 17:36:03, 877 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბელარუსი კიევისა და ჟიტომირის მიმართულებებით საჰაერო დესანტის გადასხმისთვის ემზადება
ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები უკრაინაში საჰაერო დესანტის გადასხმისთვის ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია ZN.UA დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად წერს. "ბელორუსია ფაქტობრივად იწყებს ჩვენს ქვეყანაში შეჭრას თავისი პერსონალით. ჩვენი წყაროების ინფორმაციით, სადესანტო ადგილებია: კიევისა და ჟიტომირის მიმართულებები,"- წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, დღეს დილით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსის მოსახლეობას მიმართა და სთხოვა გაეკეთებინათ არჩევანი, სურთ თუ არა იყვნენ აგრესორის მხარეზე, რომელიც ესვრის უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებსაც კი. ამ განცხადებას გამოეხმაურა ლუკაშენკო, რომელმაც თქვა, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის არ ესმის ვზელენსკის არ ესმის, რა ხდება და არაადეკვატურ მდგომარეობაშია. მან ასევე დასძინა, რომ " ეს დაპირისპირება ჯერ მხოლოდ კონფლიქტია, თუმცა სამ დღეში ის ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)