06:03 - 26 Jul, 2026
|
2022-02-27 16:24:40, 932 ნახვა
მსოფლიო
პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო - გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე
პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო, - ასე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინის ჯარებისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ. „ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია”, - განუცხადა შოლცმა ბუნდესტაგის საგანგებო სხდომაზე. ცნობისთვის, შაბათს გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინას რაც შეიძლება მალე მიაწოდოს 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 500 მიწა-ჰაერი რაკეტა გერმანული სამხედრო მარაგებიდან. გარდა ამისა, ესტონეთმა და ნიდერლანდებმა მიიღეს ნებართვა გერმანიის მთავრობიდან უკრაინაში გერმანული წარმოების იარაღის გადაცემის შესახებ, მაშინ როცა ადრე ასეთი ნებართვა უარყოფილი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)