07:40 - 26 Jul, 2026
|
2022-02-27 11:51:55, 705 ნახვა
მსოფლიო
ნებისმიერი სხვა ქალაქი გვაწყობს, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს არ გვესვრიან - ზელენსკი ბელარუსში მოლაპარაკებებს არ დათანხმდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი თანახმაა რუსეთთან მოლაპარაკებებზე ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც რაკეტებს არ ესვრიან უკრაინას. როგორც ზელენსკიმ მის მიმართვაში განაცხადა, მინსკში მოლაპარაკება შეუძლებელია. „ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - ჩვენ ყველამ შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს. და ნებისმიერი სხვა ქალაქი გვიწყობს. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტები არ დაფრინავს“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა. ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ბელორუსულ გომელში ჩავიდა და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)