|
2022-02-27 10:49:23, 579 ნახვა
მსოფლიო
ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული ინფორმაცია 302-ე საზენიტო პოლკის დაკავების შესახებ ყალბია
უკრაინის შეიარაღებული ძალების არცერთ მებრძოლს იარაღი არ დაუყრია, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის სამხარეო ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხარკოვის რეგიონში 302-ე საზენიტო პოლკი დააკავეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. "ყველა უკრაინელი სამხედრო თავის საბრძოლო პოზიციებზე იცავს ჩვენს მშობლიურ ხარკოვის რეგიონს და ანადგურებს მტერს. რუსეთი აქტიურად ავრცელებს გაყალბებას, რომ ხარკოვის რეგიონში 302-ე საზენიტო პოლკი დააკავეს. Ყალბია! რუსეთი ცდილობს შეარყიოს რწმენა ჩვენი ძალების მიმართ. მაგრამ არაფერი გამოვა! ჩვენ ვიცავთ ჩვენს უკრაინულ მიწას, ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს! ჩვენ არ ვნებდებით, არასდროს!,"- წერია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ვითომ უკრაინის ჯარის 302-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკმა ნებაყოფლობით დაყარა იარაღი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)