|
2022-02-26 16:50:04, 700 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: პირველი დღიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება - უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს დავეხმარეთ
საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი დღიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება. პირველივე დღიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, შეეძლოთ, უსასყიდლოდ განთავსება საქართველოს სასტუმროებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენმა სამინისტრომ მჭიდროდ ითანამშრომლა კერძო სექტორთან და ისინიც უსასყიდლოდ სთავაზობენ სასტუმრო ადგილებს უკრაინის მოქალაქეებს. ყველა იმ მოქალაქეს, რომლებსაც, პრობლემებიდან გამომდინარე, დაბრუნების საშუალება არ აქვს, შეეძლებათ უსასყიდლოდ განთავსდნენ საქართველოს სასტუმროებში," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან კოორდინაციით, უკვე გაუწია დახმარება უკრაინის 150-ზე მეტ მოქალაქეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)