|
2022-02-26 13:08:14, 620 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი - უკრაინა და მისი ხალხი ოჯახია. შემდგომი კონკრეტული მხარდაჭერა გზაშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის შემდგომი კონკრეტული მხარდაჭერა „გზაშია". „უკრაინა და მისი ხალხი ოჯახია. შემდგომი კონკრეტული მხარდაჭერა გზაშია", - წერს შარლ მიშელი. ცნობისთვის, მანამდე, შარლ მიშელსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის შემდგომი საკითხი განიხილეს. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, დროა, რომ ჩამოყალიბდეს კონკრეტული გეგმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. „დადგა გადამწყვეტი მომენტი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ბევრწლიანი დისკუსია და მიღებული იქნას გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. შარლ მიშელთან განვიხილე ქმედითი დახმარება და უკრაინელი ჯარისკაცების გმირული ბრძოლა საკუთარი თავისუფალი მომავლისთვის", - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)