09:23 - 26 Jul, 2026
|
2022-02-26 12:27:56, 717 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად კეივში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად კიევში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა დაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ადასტურებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჭურვი მე-17-18 სართულებს მოხვდა. მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენმა დიდებულმა მშვიდობიანმა ქალაქმა რუსეთის ქვეითი ჯარებისა და საჰაერო თავდასხმების კიდევ ერთ ღამეს გაუძლო. ერთ-ერთი რაკეტა კიევში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის სრულ იზოლაციას, ელჩების გაძევებას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის განადგურებას. შეაჩერეთ რუსეთის ომი“, - განაცხადა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)