|
2022-02-26 10:47:33, 602 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი: დეზინფორმაციაა, თითქოს ევაკუციას ვაპირებ და ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ - მე აქ ვარ, იარაღს არ დავყრით
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ის ევაკუაციას არ გეგმავს, ჯარს იარაღის დაყრისკენ არ მოუწოდებს და ამ წუთებში, კიევში, პრეზიდენტის ოფისის წინ იმყოფება. „დილა მშვიდობის ყველა უკრაინელს! ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გაჩნდა ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია, თითქოს მოვუწოდებ ჩვენს ჯარს იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. მაშ ასე, მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით. დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. იმიტომ, რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა და სიმართლე ისაა, რომ ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. დიდება უკრაინას!", - აცხადებს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)