|
2022-02-25 20:28:54, 602 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭომ რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას მხარი დაუჭირა
ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას თავად ორგანიზაცია იუწყება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ევროსაბჭომ რუსეთის მიერ უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მიიღო. უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაწყებულ პროცესს 47 სახელმწიფოდან 42-მა ქვეყნამ დაუჭირა მხარი. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რომელმა ქვეყანამ არ მისცა ხმა რუსეთისთვის წევრობის შეჩერების ინიციატივას. „ევროპის საბჭოს დებულების შესაბამისად, დღეს, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში, რუსეთის ფედერაციას წარმომადგენლობის უფლება შეუჩეროს. გადაწყევტილება მიღებულ იქნა უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს განცხადბაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)