09:22 - 26 Jul, 2026
|
2022-02-25 19:02:09, 645 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელი ხალხისათვის - Anonymous-მა „გაზპრომის“ ვებგვერდიც გათიშა
ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის გათიშვის შემდეგ, უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანიის, „გაზპრომის“ ვებგვერდიც გათიშა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას დაჯგუფება Twitter-ზე ავრცელებს. მომხდარის გამო, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელის ვებგვერდი მუშაობას ამ დრომდე, არ აგრძელებს. ცნობისთვის, წუხელ, Anonymous რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ დაჯგუფება კიბერ-ომში ჩაერთო. „უკრაინელი მოსახლეობის მხარდასაჭერად, „გაზპრომი“ კავშირგამორთულია. ჩვენ ვართ ლეგიონი. გველოდეთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)