|
2022-02-25 17:22:01, 554 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს
რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მოგეხსენებათ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. თავდაპირველად, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ოპერაციის მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით. ზელენსკის წინადადების საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში გაგზავნოს რუსული დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დონეზე", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პუტინს მიმართა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)