10:47 - 26 Jul, 2026
|
2022-02-25 16:04:29, 912 ნახვა
მსოფლიო
გერმანელი პარლამენტარები ოლაფ შოლცს SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გამოთიშვისკენ მოუწოდებენ
იმის გამო, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბანკთაშორისი გადახდის სისტემიდან, SWIFT-დან რუსეთის გამოთიშვას მხარი არ დაუჭირა, გერმანიის პარლამენტარებმა იგი გააკრიტიკეს. გერმანელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა აუცილებლად უმალვე უნდა მომხდარიყო. ამ სანქციის პრევენციის შემთხვევაში კი, ეს პუტინს ევროპაში ომების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ბუნდესტაგის წევრმა, „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელმა, ნორბერტ როტგენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ყველაზე „ბასრი მახვილი“ - ყველაზე მკაცრი სანქცია SWIFT-ის სისტემიდან გამოთიშვა იქნებოდა. „რუსეთის SWIFT-დან გამოთიშვა გერმანიის გამო ჩაფლავდება“, - აღნიშნა ნორბერტ როტგენმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)