10:47 - 26 Jul, 2026
|
2022-02-25 14:39:05, 609 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანი“ შეშფოთებულია რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტით და მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდებს
თალიბანი შეშფოთებულია რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტით და მხარეებს დაუყოვნებლივ შერიგებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური განცხადება ე.წ. ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაავრცელა. "ავღანეთის ისლამური საამირო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და შეშფოთებულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რეალური შესაძლებლობის გამო. ისლამური საამირო ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს იმგვარი მოქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს. ავღანეთი მოუწოდებს კონფლიქტის ორივე მხარეს, რომ კრიზისი დიალოგითა და მშვიდობიანი გზებით გადაჭრას". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)