|
2022-02-25 13:51:50, 906 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინელი დეპუტატი ღარიბაშვილს - არა უშავს, ირაკლი, როცა ომი დამთავრდება, შეგიძლია აღარც ჩამოხვიდე
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ალექსეი გონჩერენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. „საქართველომ მხარი არ დაუჭირა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რა, სტოკჰოლმის სინდრომი გაგიჩნდა? პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციების დაწესება მის ქვეყანას ბევრად მეტ ზიანს მიაყენებს. პარლამენტიც კი არ აპირებს ამისთვის რიგგარეშე სხდომაზე შეკრებას. მაგრამ ყველაზე გასაკვირია რეაქცია მარტივ შეკითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი, სოლიდარობის ნიშნად, კიევში ჩამოსვლას? პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის თავზე ახლა ცა დაკეტილია. არა უშავს, ირაკლი. როცა ომი დამთავრდება და სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად ჩვენს თავზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ - შეგიძლია აღარც ჩამოხვიდე. ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? დაგავიწყდათ, როგორ ჩაფრინდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც რუსული ტანკები 2008 წელს თბილისში დადიოდნენ? შეეგუებით ამას თუ სახალხოდ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?“, - წერს დეპუტატი. შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს, რუსეთის წინააღმდეგ, არ შეუერთდება.ამასთანავე, ღარიბაშვილის თქმით, ის უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან საჰაერო სივრცე დაკეტილია.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)